среда, 12 октября 2016 г.

მეცხრე დღე
მოვახდინეთ პროექტის გეგმის სრულყოფა, დავსრულეთ დარჩენილი დავალებები  და ჯგუფის თითოეულმა წევრმა გავაკეთეთ პრეზენტაციები.

среда, 5 октября 2016 г.

მერვე დღე
განვიხილეთ სასწავლო პროექტის პროცედურები. თითოეულმა ჩვენგანმა დავწერეთ პროცედურები ჩვენი პროექტისათვის.

вторник, 4 октября 2016 г.

მეშვიდე დღე
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას. პროექტის გეგმაში რამდენად სწორედ არის მსვლელობა ვაფასებთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით. შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის. რესურსებში გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს. ბლოგზე დავამატეთ პორტფოლიო.

вторник, 27 сентября 2016 г.

მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ეს რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის მიზნებს. საკუთარ ბლოგებზე დავამატეთ გვერდები (ეგ. წ ფეიჯები) ვნახეთ ვიდეოგაკვეთილების საიტი ict.tpdc.ge. 

среда, 21 сентября 2016 г.

მეხუთე დღე
მეცადინეობის დასაწყისში ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის გაზიარება. შემდეგ რესურსების განყოფილებაში გავეცანით საავტორო უფლებებიის შესახებ ინფორმაციას. შემდეგ მოსწავლის  როლში მყოფებმა გავაკეთეთ სლაიდშოუ პოვერპოინტში.

вторник, 20 сентября 2016 г.

მეოთხე დღე
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას. კერძოდ შეფასების სტრატეგიებს. შევისწავლეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები (როგორ)  და ინსტრუმენტები (რითი).  პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ხუთივე კატეგორიიდან მეთოდები და ინსტრუმენტები. დრაივზე ჩვენი საქაღალდის შეფასებების პაპკაში ჩავწერეთ ერთ-ერთი მეთოდის დაწვრილებითი აღწერა. დრაივში ჩვენს საქაღალდეში ახალ გვერდზე გადმოვიტანეთ პროექტის მიზნები და დავიწყეთ თითოეული მიზნის მისაღწევი აქტივობების დაწერა.

вторник, 13 сентября 2016 г.

 მესამე დღე
პროექტის მესამე დღეს გავეცანით სტანდატრებისა და მიზნების რუბრიკას. ჩვენი პროექტით მისაღწევ სტანდარტში მოვნიშნეთ ზმნები და შევამოწმეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალი დონის სააზროვნო უნარებზე გავდიოდით თუ არა. ჩამოვაყალიბეთ პროექტის ზოგადი კითხვა. განვიხილეთ თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. შეკითხვა თემატურია, თუ მასზე არსებობს სხვადასხვა პასუხი, ხოლო თუ შეკითხვაზე პასუხი ცალსახაა, მაშინ ასეთი შეკითხვა შინაარსობრივია.