вторник, 27 сентября 2016 г.

მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ეს რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის მიზნებს. საკუთარ ბლოგებზე დავამატეთ გვერდები (ეგ. წ ფეიჯები) ვნახეთ ვიდეოგაკვეთილების საიტი ict.tpdc.ge. 

среда, 21 сентября 2016 г.

მეხუთე დღე
მეცადინეობის დასაწყისში ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის გაზიარება. შემდეგ რესურსების განყოფილებაში გავეცანით საავტორო უფლებებიის შესახებ ინფორმაციას. შემდეგ მოსწავლის  როლში მყოფებმა გავაკეთეთ სლაიდშოუ პოვერპოინტში.

вторник, 20 сентября 2016 г.

მეოთხე დღე
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას. კერძოდ შეფასების სტრატეგიებს. შევისწავლეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები (როგორ)  და ინსტრუმენტები (რითი).  პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ხუთივე კატეგორიიდან მეთოდები და ინსტრუმენტები. დრაივზე ჩვენი საქაღალდის შეფასებების პაპკაში ჩავწერეთ ერთ-ერთი მეთოდის დაწვრილებითი აღწერა. დრაივში ჩვენს საქაღალდეში ახალ გვერდზე გადმოვიტანეთ პროექტის მიზნები და დავიწყეთ თითოეული მიზნის მისაღწევი აქტივობების დაწერა.

вторник, 13 сентября 2016 г.

 მესამე დღე
პროექტის მესამე დღეს გავეცანით სტანდატრებისა და მიზნების რუბრიკას. ჩვენი პროექტით მისაღწევ სტანდარტში მოვნიშნეთ ზმნები და შევამოწმეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალი დონის სააზროვნო უნარებზე გავდიოდით თუ არა. ჩამოვაყალიბეთ პროექტის ზოგადი კითხვა. განვიხილეთ თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. შეკითხვა თემატურია, თუ მასზე არსებობს სხვადასხვა პასუხი, ხოლო თუ შეკითხვაზე პასუხი ცალსახაა, მაშინ ასეთი შეკითხვა შინაარსობრივია.

четверг, 8 сентября 2016 г.

დღე მეორე.
მეცადინეობის დასაწყისში მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. პროექტის შინაარსის ველში ჩავწერეთ რის გაკეთებას ვაპირებთ მოსწავლეებთან ერთად, რითი იქნება ეს თემა მათთვის საინტერესო. გავეცანიტ ბუკლეტის შაბლონებს. გადმოვტვირთეთ სურათები გუგლიდან და ჩავსვით ბუკლეტებში. ეროვნული გეგმის სტანდარტიდან შევარჩიეთ ის სანდარტები და ინდიკატორები რომელსაც მივაღწევთ პროექტის დასრულებისას. პროექტით ვავითარებთ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ამიტომ ბუნებრივია, სტანდარტში მოვნიშნავთ შესაბამის ინდიკატორებს. ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, და ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ მასში.

среда, 7 сентября 2016 г.

დღე პირველი.
ტრენინგზე გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს tpdc.ge/essentials  (ვიუერს გამოყენება).  პროექტებით სწავლება.შევქმენით პორტფოლიო. პორტფოლიოს ჩეკლისტი გვიჩვენებს რა დოკუმენტებს ვამზადებთ პროექტზე მუშაობისას. აგრეთვე გავეცანით პორტფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტს, რომელიც გვიჩვენებს რა უნდა ახასიათებდეს პროექტს, ანუ რას უნდა მოიცავდეს პროექტი.